GE | EN | RU
 შეისწავლე ინგლისური რეალურ გარემოში !

კურსი უმოკლესი  გზაა ინგლისურში კომუნიკაციური კომპეტენციის დასაუფლებლად და აგებულია სამსახურებრივად დაკავებული აღმასრულებელი მოხელეების პროფესიულ მოვალეობებსა და სამუშაო სიტუაციებზე. პრაქტიკული დავალებები აღძრავს სხვადასხვა სახის დაინეტერესებას თავად მომხმარებელთა მხრიდან და გაკვეთილებზე ფასდება სტუდნეტთა მარალკვალიფიციური/დახვეწილი ცოდნა და გამოცდილება, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა ხელმძღვანელობა/ლიდერობა, ინოვაცია და ადამიანური ურთიერთობა. კურსის მნიშვნელოვანი კონცეპტები მოიცავს თემატურ სიტუაციებს, რაც ხელს უწყობს ლექსიკის, სასაუბრო და წერითი უნარების დახვეწასა და სოციალური ინგლისურის ცოდნის ამაღლებას. ჩვენი მიზანია შემოგთავაზოთ საქმოსანი ადამიანების ძირითადი საურთიერთობო ფორმებისადმი მოქნილი მიდგომა. თემატურად დალაგებული გაკვეთილები მოიცავს ბიზნეს სიტუაციათა ფართო სპექტრს, როგორიცაა კარგი კომერციული ინგლისურის გამოყენება ინფორმაციის შეგროვებისას, მოხსენებათა ტექსტების შედგენა, პრეზენტაციების მომზადება, სამსახურებრივი გასაუბრების მართვა, ბიზნეს და ელექტრონული წერილების წერა, სატელეფონო საუბარი, გადაწყვეტილების მიღება და პრობლემის მოგვარება.  სასწავლებელში გამოცხადებისთანავე ჩაგიტარდებათ ენის ცოდნის დონის განმსაზღბრელი ტესტი, რაც მოგვცემს საშუალებას  განვსაზღვროთ თქვენთვის საუკეთესო ბიზნეს-ინგლისურის დონე.

 

 

 კურსი ხელმისაწვდომია: მთელი წელი
 
 1 გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთი
 
 გაკვეთილების რაოდენობა კვირაში: 20 გაკვეთილი / 15 საათი
 
 სტუდენტთა საშუალო რაოდენობა ზოგადი ინგლისურის კლასში: 8-12 სტუდენტი

 

დაინტერესების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვწეროთ და მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია 

დამკვეთი : * ტელეფონი : * ელექტრონული ფოსტა : *
დამატებითი ინფორმაცია : *
უკან

გამოკითხვა