GE | EN | RU
 შეისწავლე ინგლისური რეალურ გარემოში !
ინგლისური და მეტი
ე. წ. „ინგლისურს პლიუს“ პროგრამები იდეალურია მოზარდთა და მოზრდილთათვის, რომელთაც სურთ შეუთავსონ ინგლისურის შესწავლა დასვენებასა და მათ მიერ არჩეულ კულტურულ საქმიანობას. მაგალითად, შესაძლებელია დაესწროთ ენის გაკვეთილებს და შემდეგ მონაწილეობა მიიღოთ სპორტულ თამაშებში, როგორიცაა გოლფი, ჩოგბურთი და სიღრმეში ყვინთვა. ასევე გეძლევათ სხვა შესაძლებლობა დაესწროთ კურსს, რომელშიც ინგლისურის შესწავლასთან ერთად გაეცნობით მალტის კუნძულების ისტორიასა და ფოლკლორს. ამგვარი ინგლისური ენის კურსი მიიზიდავს ისეთ სტუდენტებს, რომელთაც სურთ ინგლისურის შესწავლას შესძინონ დამატებითი მნიშვნელობა, რადგანაც იციან, რომ მალტის კუნძულები საუკეთესო შესაძლებლობას სთავაზობს მათ, რომ განიტვირთონ მათი საყვარელი სოპორტისა და დასვენების სახეობებით. აქ თქვენი მოთხოვნები ინგლისურის შესწავლასთან დაკავშირებით არის სასიამოვნოდ გადაჯაჭვული ცხოვრებისეულ სიამესა და სიხრულთან და ადეკვატურია თქვენი დროისა და ფულის ხარჯვისთვის.
საოჯახო პროგრამა
აღიარებული ფაქტია, რომ სულ უფრო და უფრო მეტი მშობელი ცდილობს, რომ მათი საკუთარი შვილები შემოუერთდნენ მათ ინგლისურ ენოვან არდადაგებს მალტასა და გოზოში. სწორედ ამ მიზეზით ჩვენი ინგლისურის სკოლა თავად არის ოჯახისგან მართული დაწესებულება და გთავაზობთ ისეთ სასწავლო კურსს, რაც საშუალებას აძლევს მშობლებს თან მოიყვანონ შვილები ინგლისურის შეასასწავლად და ისარგებლონ შენობებში არსებული ყველა კეთილმოწყობითა და პირობებით, რაც უზრუნველყოფს მათ მოქნილ და სასიამოვნო სტუმრობას. ვითვალისწინებთ რა ცალკეული ოჯახისა თუ მშობლისა და შვილის სპეციფიურ მოთხოვნებს, გთავაზობთ მრავალფეროვანსა და მიმზიდველ გარემოს. მოგვყავს GSE-ს (სკოლის აბრევიატურა) შემოთავაზებების რამდენიმე ნიმუში - კერძო მეცადინეობა პატარებისთვის და ჯგუფური მეცადინეობა მშობლებისთვის ან სხვა შემთხვევაში, დასვენების აქტოვობები ბავშვებისთვის, მაშინ როცა მშობლები კურსს ესწრებიან. GSE და მისი რეზიდენცია არის სრულად აღჭურვილი ინტერნეტ კავშირით; ოჯახებს საშუალება ექნებათ პირდაპირ საკუთარი კომფორტული ოთახებიდან ჰქონდეთ კავშირი თავიანთ ბიზნესთან, ესაუბრონ მეგობრებსა და ნათესავებს. ჩვენი სკოლა საუკეთესო მომსახურების ხარისხის ერთგული რჩება, რადგანაც ოჯახური ღირებულებები ჩვენს მისიაში გაწერილია, როგორც ერთერთი უმთავრესი. სწავლების პერიოდი: მთელი წელი ჩვებ ასევე გთავაზობთ ნახევრად პანსიონს (საუზმე და სადილი) ჩვენი სკოლის რეზიდენციაში 13 წლის ქვემოთ ბავშვებისთვის, რომელიც მდებარეობს ზუსტად სკოლის გვერდით. რაც განკუთვნილია იმ ბავშვებისთვის, რომლებიც თან ახლავთ მშობლებს ჩვენს სკოლაში სწავლის პერიოდში.
50-ს პლიუსი (50+)
50-ს პლიუსი (50+) იდეალური პროგრამაა 50 წელს გადაცილებულ ზრდასრულთათვის, რომელთაც სურთ რომ გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ცოდნა მათი მალტის სასაიამოვნო არდედეგების განმავლობაში. კურსი შეგნებულადაა აგებული სასაუბრო ინგლისურის პრაქტიკის გარშემო, აქცენტი ლექსიკასა და საუბარზე ორგანულადაა დაკავშირებული მედიტერანული (ხმელთაშუა ზღვის აუზის) საზოგადოების ისტორიასა და კულტურასთან. მალტაში თქვენი ცხოვრება წარიმართება ინგლისურენოვან გარემოში, რომელიც მოგცემთ ინგლისურის გამოყენების შესაძლებლობას მაღაზიებში, ბანკებში, რესტორნებში, თეატრებში, კინოებში, მუზეუმებსა და სასტუმროებში. ამგვარად, ძალიან მარტივია 50+ პროგრამის სტუდენტთათვის, რომ მოახდინონ სოციალიზაცია, მონაწილეობა მიიღონ ექსკურსიებში, ისტორიული ადგილების, მუზეუმების მონახულებაში და დაესწრონ ისეთ ღონისძიებებს, როგორიცაა თეატრალური წარმოდგენები, ყოველწლიური ფესტივალები, გააფართოონ თავიოანთი ცოდნა ინგლისურში, როდესაც ეცნობიან მალტოის მრავალფეროვან ისტორიასა და მედიტერანული ცხოვრების სტილს. სწავლების პერიოდი: მთელი წელი
IELTS გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი
კურსი მოიცავს ენის ფლობის 4 უნარს: მოსმენა, კითხვა, წერა და საუბარი და ამზადებს სტუდენტებს IELTS-ის გამოცდისთვის. ამ კურსებზე მასწავლებელი უზრუნველყოფს ეფექტურ პრაქტიკას ყველა იმ სფეროში, რაც შედის საგამოცდო მოთხოვნებში. სასწავლო პროგრამა იმგვარადაა აგებული, რომ მყარ საფუძველს უქმნის სტუდენტს ისეთი ენობრივი დავალებების შესასრულებლად, რასაც გამომცდელები ტესტირებაზე ითხოვენ. ჩვენი მასწავლებლების მიერ პატარა ჯგუფში სწავლება და მათი ინდივიდუალური ყურადღება ასევე ხელს უწყობს იმ მოტივაციის წარმოშობას სტუდენტებში, რაც მათ ესაჭიროებათ გამოცდაზე ქულათა ჯამის მაქსიმალიზაციისთვის.
Cambridge ESOL ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები
კემბრიჯის ESOL-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები კემბრიჯის ESOL-ის გამოცდები მოიცავს სხვადასხვა სწვლების დონეებს, როგორიცაა KET, PET, FCE, CAE და CPE სასერთიფიკატო პროგრამები. სასერთიფიკატო გამოცდა მოიცავს ბაზისურ გამოცდებს დამწყებთათვის და დიწაურებული დონის სასერთიფიკატო გამოცდას მათთვის, ვინც მიაღწია ცოდნის მაღალ დონეს. ეს ტესტები აღიარებულია მსოფლიოში დამსაქმებლების, უნივერსიტეტებისა და სამთავრობო სამინისტროების/დაწესებულებების მიერ, როგორც ერთერთი მოწმობა ადამიანის მიერ ინგლისური ენის გამოყენების შესაძლებლობისა. ამ კურსების განმავლობაში მასწავლებელი უზრუნველყოფს ეფექტურ პრაქტიკას ყველა იმ სფეროში, რაც შედის საგამოცდო მოთხოვნებში. სასწავლო პროგრამა იმგვარადაა აგებული, რომ მყარ საფუძველს უქმნის სტუდენტს ისეთი ენობრივი დავალებების შესასრულებლად, რასაც გამომცდელები ტესტირებაზე ითხოვენ. ჩვენი მასწავლებლების მიერ პატარა ჯგუფში სწავლება და მათი ინდივიდუალური ყურადღება ხელს უწყობს იმ მოტივაციის ჩანერგვას სტუდენტებში, რაც მათ ესაჭიროებათ გამოცდაზე შედეგების მაქსიმალიზაციისთვის.
პროფესიული ინგლისური
პროფესიული ინგლისური / ინგლისური სპეციფიური მიზნებისთვის კურსი საშუალებას მისცემს პროფესიონალებს, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებული სიფაქიზით შერჩეულ პროგრამას, გამოიყენონ ინგლისური ენა ფართო დიაპაზონის სამუშაო აქტივობებში. სტუდენტებს ეძლევათ ენობრივი დავალებები, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მათ პროფესიულ ცხოვრებას, ეს იქნება სამართალი, ინფორმაციული ტქნოლოგიები, მედიცინა, მეცნიერება, ინჟინერია, ნავთობი და გაზი, არქიტექტურა, ავიაცია, აერონავტიკა, ტურიზმი და მასპინძლობა, ჟურნალისტიკა თუ სხვა. ძირითადად, კურსი აერთიანებს სტუდენტის მიერ ამა თუ იმ საკითხის ცოდნასა და მის საჭიროებას აღიმაღლოს შესაბამისი კომპეტენცია ინგლისურ ენაში.
ინტენსიური ინგლისური
სწავლების პერიოდი: მთელი წელი დონე: დაწყებითიდან დაწიანურებულ დონემდე ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთი გაკვეთილების რაოდენობა კვირაში: 30 გაკვეთილი / 22.5 საათი (ზოგადი ინგლისურის 20 გაკვეთილი / 15 საათი კვირაში + სასაუბრო ინგლისურის 10 გაკვეთილი / 7.5 საათი კვირაში)
ბიზნეს ინგლისური
სწავლების პერიოდი: მთელი წელი დონე: დაწყებითიდან დაწიანურებულ დონემდე ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთი გაკვეთილების რაოდენობა კვირაში: 20 გაკვეთილი / 15 საათი სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა კლასში: 6 სტუდენტი
ზოგადი ინგლისური
გთავაზობთ მომზადებას ზოგადი ინგლისურის 6 დონეზე- დაწყებითი, ელემენტარული, საშუალო დონის ქვედა საფეხური, საშუალო , საშუალო დონის ზედა საფეხური და დაწინაურებული. კურსის წარმატებით დამთავრების შემდეგ, სტუდენტებს შესაძლებლობა ექნება სწავლა განაგრძოს შემდეგ საფეხურზე.

გამოკითხვა