GE | EN | RU
 შეისწავლე ინგლისური რეალურ გარემოში !
  1. 1.    კემბრიჯის ESOL-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსები 

ენების ერთიანი სარეკომენდაციო ევროპული ჩარჩო
(ევროპის საბჭო)

A1
(Break Through)

A2
(Waystage)

B1
(Threshold)

B2
(Vantage)

C1
(Effective Operational Proficiency)

C2
(Mastery)

 

 

KET (Key English Test)

PET (Preliminary English Test)

FCE (First Certificate in English)

CAE (Certificate in Advanced English)

CPE (Certificate of Proficiency in English)

კემბრიჯის ESOL-ის გამოცდები მოიცავს სხვადასხვა სწვლების დონეებს, როგორიცაა KET, PET, FCE, CAE და CPE  სასერთიფიკატო პროგრამები. სასერთიფიკატო გამოცდა მოიცავს ბაზისურ გამოცდებს დამწყებთათვის და დიწაურებული დონის სასერთიფიკატო გამოცდას მათთვის, ვინც მიაღწია ცოდნის მაღალ დონეს.

ეს ტესტები აღიარებულია მსოფლიოში დამსაქმებლების, უნივერსიტეტებისა და სამთავრობო სამინისტროების/დაწესებულებების მიერ, როგორც ერთერთი მოწმობა ადამიანის მიერ ინგლისური ენის გამოყენების შესაძლებლობისა.

ამ კურსების განმავლობაში მასწავლებელი უზრუნველყოფს ეფექტურ პრაქტიკას ყველა იმ სფეროში, რაც შედის საგამოცდო მოთხოვნებში. სასწავლო პროგრამა იმგვარადაა აგებული, რომ  მყარ საფუძველს უქმნის სტუდენტს ისეთი ენობრივი დავალებების შესასრულებლად, რასაც გამომცდელები ტესტირებაზე ითხოვენ. ჩვენი მასწავლებლების მიერ პატარა ჯგუფში სწავლება და მათი ინდივიდუალური ყურადღება ხელს უწყობს იმ მოტივაციის ჩანერგვას სტუდენტებში, რაც მათ ესაჭიროებათ  გამოცდაზე შედეგების მაქსიმალიზაციისთვის.

 

ჩვენ გთავაზობთ:

-        ან ზოგადი ინგლისურის კურსისა და კერძო კემბრიჯის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის (ინდივიდუალური მომზადება) კომბინაციას - სულ 30 გაკვეთილი კვირაში.

-        ან ზოგადი ინგლისურის კურსისა და მცირე სასწავლო ჯგუფში კემბრიჯის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის (ინდივიდუალური მომზადება) კომბინაციას - სულ 30 გაკვეთილი კვირაში.

თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ამ კომბინირებული კურსებიდან ერთერთი.

კემბრიჯის (ESOL) გამოცდებსა და CEFR (Common European Framework of Reference for Languages – ენების ერთიანი სარეკომენდაციო ევროპული ჩარჩო)

KET (Key English Test (ძირითადი ინგლისური ტესტი)) → CEFR A2
PET (Preliminary English Test (წინასწარი ინგლისური ტესტი)) → CEFR B1
FCE (First Certificate in English (პირველი სერთიფიკატი ინგლისურში)) → CEFR B2
CAE (Certificate in Advanced English (სერთიფიკატი დაწინაურებულ ინგლისურში)) → CEFR C1
CPE (Certificate of Proficiency in English (ინგლისური ენის ცოდნის სერთიფიკატი)) → CEFR C2

კურსის დასრულებისთანავე თქვენ გეძლევათ საშუალება ჩასაბაროთ გამოცდა მალტაში ან თქვენს ქვეყანაში.

მეტი ინფორმაციისთვის კემბრიჯის ESOL გამოცდების შესახებ ეწვიეთ შემდეგ ვებ გვერდს: http://www.cambridgeenglish.org/exams/

სწავლების პერიოდი: მთელი წელი, იანვრიდან დეკემბრამდე.

დონე: დაწყებითიდან დაწიანურებულ დონემდე

ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთი

გაკვეთილების რაოდენობა კვირაში:  30 გაკვეთილი კვირაში, ზოგადი ინგლისურის 20 გაკვეთილი  / 15 საათი კვირაში + ან კერძო ან მცირე ჯგუფის კემბრიჯის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი 10 გაკვეთილი (7.5 საათი) კვირაში

სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა კლასში: 1 სტუდენტი კერძო მეცადინეობისთვის და 6 სტუდენტი ჯგუფური სწავლების შემთხვევაში.

2016 წლის გამოცდების თარიღები:

 http://www.cambridgeenglish.org/images/182687-exam-dates-2016.pdf 

2017 წლის გამოცდების თარიღები:

http://www.cambridgeenglish.org/images/276855-exam-dates-2017.pdf

უკან

გამოკითხვა