GE | EN | RU
 შეისწავლე ინგლისური რეალურ გარემოში !

კურსი მოიცავს ენის ფლობის 4 უნარს: მოსმენა, კითხვა, წერა და საუბარი და ამზადებს სტუდენტებს IELTS-ის გამოცდისთვის.

ამ კურსებზე მასწავლებელი უზრუნველყოფს ეფექტურ პრაქტიკას ყველა იმ სფეროში, რაც შედის საგამოცდო მოთხოვნებში. სასწავლო პროგრამა იმგვარადაა აგებული, რომ  მყარ საფუძველს უქმნის სტუდენტს ისეთი ენობრივი დავალებების შესასრულებლად, რასაც გამომცდელები ტესტირებაზე ითხოვენ. ჩვენი მასწავლებლების მიერ პატარა ჯგუფში სწავლება და მათი ინდივიდუალური ყურადღება ასევე ხელს უწყობს იმ მოტივაციის წარმოშობას სტუდენტებში, რაც მათ ესაჭიროებათ  გამოცდაზე ქულათა ჯამის მაქსიმალიზაციისთვის.

IELTS  ტესტში:

  • 3.0 ჯამური ქულა CEFR-ის A2 დონის ექვივალენტურია
  • 3.5-სა და 4.5-ს შორის ჯამური ქულა CEFR-ის B1 დონის ექვივალენტურია
  • 5.0-სა და 6.0-ს შორის ჯამური ქულა CEFR-ის B2 დონის ექვივალენტურია
  • 6.5-სა და  7-ს შორის ჯამური ქულა CEFR-ის C1 დონის ექვივალენტურია
  • ჯამური ქულა 7.5 და ზემოთ CEFR-ის C2-ს დონის ექვივალენტურია

IELTS აღიარებულია 120 ქვეყანაში არსებული ათასობით ორგანიზაციის მიერ.

  1. უნივერსიტეტები, სკოლები, სატრეინინგო კოლეჯები, უმაღლესი სასწავლებლები
  2. სამთავრობო დეპარტამენტები და სააგენტოები
  3. პროფესიული და ინდუსტრიული ორგანოები
  4. მრავალეროვნული კომპანიები და დამსაქმებლები
  5. წარმოადგენს ქვეყანაში შესვლისას მოთხოვნას სტუდენტზე, რათა მიიღოს სტუდენტური ვიზა ავსტრალიასა და კანადაში.

IELTS-ის გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია მალტაში მთელი წლის განმავლობაში. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ვებ გვერდს:  

http://www.maltachamber.org.mt/content.aspx?id=203308

ჩვენ გთავაზობთ:

-        ან ზოგადი ინგლისურის კურსისა და კერძო IELTS-ის  გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის (ინდივიდუალური მომზადება) კომბინაციას - სულ 30 გაკვეთილი კვირაში.

-        ან ზოგადი ინგლისურის კურსისა და მცირე სასწავლო ჯგუფის (მაქსიმუმ 6 სტუდენტი კლასში) IELTS-ის  გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსის (ინდივიდუალური მომზადება) კომბინაციას - სულ 30 გაკვეთილი კვირაში.

 

სწავლების პერიოდი: მთელი წელი, იანვრიდან დეკემბრამდე.

დონე: დაწყებითიდან დაწიანურებულ დონემდე

ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთი

გაკვეთილების რაოდენობა კვირაში:  30 გაკვეთილი კვირაში, ზოგადი ინგლისურის 20 გაკვეთილი (15 საათი) კვირაში + ან ერთი ერთზე ან მცირე ჯგუფში სწავლების IELTS-ის გამოცდისთვის მოსამზადებელი კურსი 10 გაკვეთილი (7.5 საათი) კვირაში.

სტუდენტთა მაქსიმალური რაოდენობა კლასში: 1 სტუდენტი კერძო მეცადინეობისთვის და 6 სტუდენტი ჯგუფური სწავლების შემთხვევაში.

ენების ერთიანი სარეკომენდაციო ევროპული ჩარჩო

(ევროპის საბჭო)

A1
(Break Through)

A2
(Waystage)

B1
(Threshold)

B2
(Vantage)

C1
(Effective Operational Proficiency)

C2
(Mastery)

 

 

TOEFL IBT 38-56

TOEFL IBT 57-86

TOEFL IBT 87-109

TOEFL IBT 110-120

 

უკან

გამოკითხვა