GE | EN | RU
 შეისწავლე ინგლისური რეალურ გარემოში !
  1. 1.    პროფესიული ინგლისური / ინგლისური სპეციფიური მიზნებისთვის 

კურსი საშუალებას მისცემს პროფესიონალებს, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებული სიფაქიზით შერჩეულ პროგრამას, გამოიყენონ ინგლისური ენა ფართო დიაპაზონის სამუშაო აქტივობებში. სტუდენტებს ეძლევათ ენობრივი დავალებები, რომელიც  უშუალოდ უკავშირდება მათ პროფესიულ ცხოვრებას, ეს იქნება სამართალი, ინფორმაციული ტქნოლოგიები, მედიცინა, მეცნიერება, ინჟინერია, ნავთობი და გაზი, არქიტექტურა, ავიაცია, აერონავტიკა, ტურიზმი და მასპინძლობა, ჟურნალისტიკა თუ სხვა. ძირითადად, კურსი აერთიანებს სტუდენტის მიერ ამა თუ იმ საკითხის ცოდნასა და მის საჭიროებას აღიმაღლოს შესაბამისი კომპეტენცია ინგლისურ ენაში.

როგორც კერძო, ისე ჯგუფური სწავლებისთვის ჩვენს მიერ საგანგებოდ შერჩეულ მასწავლებლებს, ექნებათ შესაბამისი ცოდნა და სწავლების უნარი სტუდენტის ინტერესის სფეროში. ამგვარი კურსი დაგეხმარებათ მიაღწიოთ სასურველ დონეს ინგლისურ ენაში, რომელიც შეგიძლიათ თავდაჯერებულად გამოიყენოთ თქვენს კარიერაში. ინგლისური ენის კურსი სპეციფიური მიზნებისთვის უნდა ჩატარდეს ზოგად ან ბიზნეს ინგლისურთან ან ჩვენთან არსებულ  სხვა ნებისმიერ კურსთან ერთად. 

 

პროფესიული ინგლისურის ზოგიერთი ნიმუშია:

-        საინჟინრო ინგლისური

-        სამედიცინო ინგლისური (სამედიცინო პერსონალისთვის: ექიმები, სტომატოლოგები, ფარმაცევტები, ექთნები და პარამედიკოსები)

-        საავიაციო ინგლისური

-        ტურიზმის ინგლისური

-        სამართლისა და კანონების ინგლისური / იურდიული ინგლისური

-        ხელოვნებისა და დიაზაინის ინგლისური

-        ფინანსური ინგლისური / ინგლისური ფინანსებისათვის

-        ინფორმაციული ტექნოლოგიების ინგლისური

-        ჟურნალისტური ინგლისური

-        ინგლისური გაზისა და ნავთობის ინდუსტრიისთვის

-        სამხედრო ინგლისური

-        ზღვაოსნობის ინგლისური

-         ინგლისური სოფლის მეურნეობისთვის

 

შენიშვნა: ამ კურსის დაჯავშნის მსურველმა სტუდენტებმა წინასწარ უნდა წარმოადგინონ მათი პროფესიონალური ცხოვრებისა და ინგლისური ენის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია. ეს საშუალებას მისცემს მასწავლებელს შეადგინოს შესაბამისი სასწავლო პროგრამა და    უზრუნველყოს სტუდენტი ყველაზე მისადაგებული რესურსებით სასწავლო კურსის მანძილზე.

სწავლების პერიოდი: მთელი წელი

დონე: დაწყებითიდან დაწიანურებულ დონემდე

ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობა: 45 წუთი

გაკვეთილების რაოდენობა კვირაში:  20 გაკვეთილი  / 15 საათი, 30 გაკვეთილი / 22.5 საათი

უკან

გამოკითხვა